პროექტის სახელწოდება.ბუნების დაცვა:
პროექტის მთავარი იდეა(თემა) 1–2 წინადებითად:როგორ დავიცვათ ბუნება.
პროექტის აქტუალობა:ეს პროექტი მნიშვნელოვანია
იმით რომ ბავშვებმა გაიაზრონ და თავისი მოქმედებით მივიდნენ იმ დასკვნამდე რომ ბუნება აუცილებლად საჭიროებს დაცვას.
პროექტის მიზნები:პროექტის მიზანია,რომ მოსწავლეებმა თავად მოიპოვონ ინფორმაცია იმ ცხოველების, მცენარეებისა და ფრინველების შესახებ რომლებიც წითელ წიგნში არიან შეტანილი.
მონაწილეთა ასაკი:8 წელი.
ვადები/ხანგრძლივობა;2 თვე.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას;მოსწავლეებს უფრო მეტად შეუყვარდებათ ბუნება და ეცდებიან არ დაანაგვიანონ, არ გაანადგურონ ცხოველები.მოსწავლეების მიერ მოპოვებულ ინფორმაციას განვათავსებ ბლოგზე.
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:ფოტოაპარატი,წიგნი,კალამი,ქაღალდი,კომპიუტერი.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):თემის შერჩევის შემდეგ ჩამოვაყალიბეთ კითხვები>როგორ დავიცვათ ბუნება ? რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ?პროექტში მონაწილეობს ერთი ჯგუფი ,რომელსაც ჰყავს თავისი ლიდერი,შეიმუშავებენ გეგმას ,ჯგუფის წევრებს ევალებათ გავიდნენ ბუნებაში, გაეცნონ ბუნებაში არსებულცხოველებს, მცენარეებს,გადაიღონ ფოტოები,გამოიყენონსხვადასხვა წყაროები.გადაანაწილებენ მოვალეობებს,მოიპოვებენ ინფორმაციას,არსებული საკითხის შესახებ.მოპოვებულ ინფორმაციას შეაჯერებენ ლიდერთან ერთად ,ჩატარდება პრეზენტაცია. მოსწავლეების ნამუშევარი შეჯამდება მათი ჩართულობის ,აქტიურობის, ,პროექტის სისრულეში მოყვანის მიხედვით.
საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან /ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:მოსწავლეს შეუძლია გარემოზე ზრუნვის ელემენტარული წესების დაცვა.პროექტს კავშირი აქვს ბუნებასთან, ხელოვნებასთან და ქართულთან .
პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი):ნინო რატიანი.
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:dumanissi@gmail.com
პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:ninoratiani.blogspot.com
No comments:
Post a Comment